სკოლებზე პასუხისმგებლობის დელეგირებისა და ავტონომომიურობის ზრდის პირობებში ხორციელდება:
ჯგუფის წევრები
- მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების დადგენა და სკოლის დონეზე მასწალებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- საკუთარი პროფესიული განვითარების დაგეგმაში, წარმართვასა და შეფასებაში მასწავლებელთა მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ზრდა;
- სკოლებში ურთიერთანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება;
- მასწავლებელთა საქმიანობის ხარისხის ეფექტიანობის ზრდა ურთიერთსწავლების გზით;
- პროფესიული განვითარების ჯგუფის წევრების მუდმივი თანამშრომლობა და კომუნიკაცია კოლეგებთან გაზრდის მათ როგორც საგნობრივ, ისე მეთოდურ კომპენტენციას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება სასწავლო პროცესზე.
ჯგუფის წევრები
- დააკვირდებიან ერთმანეთის საქმიანობას, ,,კრიტიკული მეგობრების" პოზიციიდან განიხილავენ თითოეულის გამოცდილებას.
- დაკვირვებისა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე დაადგენენ ერთმანეთის პროფესიულ საჭიროებებს.
- ერთად იმუშავებენ სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და შეფასებაზე.
- რეგულარულად შეიკრიბებიან სწავლებაში არსებული პრობლემების განსახილველად და ერთობლივად მოძებნიან მათი გადაჭრის გზებს.
- გაუზიარებენ ერთმანეთს სწავლა-სწავლების პროცესში მიღებულ სხვადასხვა გზით მოპოვებულ სიახლეებსა და გამოცდილებას.
- გამოიყენებენ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ელემენტებს და გაუზიარებენ კვლევის შედეგებს როგორც საკუთარი, ისე სხვა სკოლების პედაგოგებს.
No comments:
Post a Comment